შენი მზით ჩემი მზე შემივსე...

ეს წერილი ჩემს ლურჯთვალა მზეს ეძღვნება... მაკუნას

მე ვიტყვი, მზე მიყვარს-მეთქი.
სხვები მკითხავენ: "რატომ?"
შენ კი მეტყვი: "მეც"

მზე დაგვყვება ჩვენ... თმის ხვეულებში თბილ სხივებს გვაწნის, აბა, ისე შენ გგონია, არ გავიყინებოდით? ზოგჯერ ლოყაზეც მოგვითათუნებს ხოლმე და ჩვენ დანაყრებულ ფისოსავით გავიტრუნებით. ივლისის მზე მძაფრად გაგვჟღენთავს სითბოთი და თვალებს დავხუჭავთ სიამოვნებისგან...გაგვიხარდება და გაგვიკვირდება ეს უჩვეულო და თითქოს არსაიდან მოსული ბედნიერება.
მაშინ გაგვახსენდება ვიღაც ჩვენი.
ვიღაც ჩვენი, რომელიც გვენატრება.
გვენატრება, ამიტომ...






მე წვიმა მძულს..ქარიც..თოვლიც.
მე მიყვარს მზე.
რატომ?

1 Response
  1. nastasia Says:

    ee,tovli kaia,tetrse mze kargad brchyvinavs xolme :)

    da kide,egeti megoabri msesec ki kargia :)


Related Posts with Thumbnails