ოქტომბრის წვიმები დაიწყო :(
მთელი დღეა, გული მაქვს აჩქარებული და თავი მტკივა, საშინლად... უამრავი სამეცადინო მაქვს.. წიგნებს რომ ვუყურებ, გული მიწუხდება. უნარები, ქართული, ინგლისური, ფრანგული...
დღეს ძლივს ავდექი, 11 დედაჩემმა წამომაგდო. მათემატიკაზეც წამიყვანა, მამა არ იყო ქალაქში და მანქანა ჩემი და დალის განკარგულებაში იყო ეს კვირა <3
დღეს არ დავღლილვარ დიდად, თან კარგად ვიმეცადინე, ამოცანები დიდად არ გამჭირვებია და გამიხარდა..
ფუნქციებს მივაკვდი, დღეს ხუთქულიანი ამოცანის მსგავსები დავამხეცე და გამისწორდა : D

ღამე საშინელება იყო. ორი სიზმარი მესიზმრა, პირველი კარგი იყო, მეორე საშინელი...
პირველად გიორგი დამესიზმრა, ვითომ შევრიდგით, LOL! :D
მეორედ მე,მამა,დედა,დეიდა და ბიზაჩემი ვისხედით და ოთხივე მე მლანძღავდა და მაკიტიკებდა, რატომ აღარ მახსოვს..კოშმარი იყო:( კდევ კარგი, დედამ გამომაღვიძა...

მერე ფრანგულზე წავედი, არ მქონდა დავალება, ძალიან ცოტა მეეწერა:(
ერთი თვეც არ დარჩა... დიდი იმედი არ მაქვს, რომ ნორმალურ ქულას ავიღებ
გასაუბრება და თემები დამქაჩავს :(

მამა ჩამოვიდა საღამოს.. და ის წერილი დაწვა..გამიხარდა, ცოტა გულზე მომეშვა;
ისე კი თქვა, ეგ ამბავი არ დამვიწყნია და როდის დავილაპარაკოთო..
:შ

გუშინ მეილი მივწერე იელის და ბრაუნის უნივერსიტეტებს..
ბრაუნმა მიპასუხა, რა თქმა უნდა უარით :D
ზუსტად 6 წუთში მომწერეს რეპლაყ, გამიკვირდა სიმათლე გითხრათ :D
არც ველოდი თანხმობას... ზღაპარია,მეტი არაფერი.. იელმა არც კი ჩამთვალა პასუხის ღირსად :D
0 Responses

Related Posts with Thumbnails