My Mind is Over There

მე კითხვის ნიშნებზე ავიდგი ფეხი. გაჩენის დღიდან დღემდე ჩემი ცხოვრება ერთი დიდი კითხვის ნიშანია.. სამყარო - ქაოტური, გაწეწილი თმით, ნისლიანი მზერით, აჩრდილებული მე... ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, თითქოს არასასურველია, შეუმდგარი, უფრომო და უსახური. მე იმ ტკივილს დღემდე ვგრძნობ, რომელიც იმ წამს, ვიგრძენი, როდესაც ამქვეყნად გავჩნდი, ეს ტკივილია, პირველად რომ შეივსება შენი ფილტვები ჰაერით და გტკივა... მე დღემდე ვეღარ ამოვისუნთქე, მტკივა ფილტვები.მე მინდა, ზოგჯერ მაინც მოვიდეს ვინმე მომღიმარი სახით და თავზე ვარდისფერი ბაფთები დამიმაგროს.. ამიტომ ასე მივეჯაჭვე ვარდისფერს, მე ხომ ძალიან მაკლია ვარდისფერი. 

ღამ-ღამობით ფანჯარას ვაღებ და ვუყურებ ცას, ვარსკვლავებს. ბანალურია? ჰო, ბანალურია..
მაგრამ ვარკსვლავები იმიტომ კიაფობენ, რომ ადრე თუ გვიან ყველამ იპოვოს თავისი.. ჰოდა, მეც ვეძებ.
0 Responses

Related Posts with Thumbnails